კატარის ნაკრებმა სან-ფრანცისკოში შვეიცარიასთან დრამატულ შეხვედრაში ბოლო წუთებზე ქულა გადაარჩინა და მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში პირველი ქულა მოიპოვა.
ანგარიში მე-17 წუთზე ბრილ ემბოლომ გახსნა, რომელმაც პენალტი ზუსტად შეასრულა მას შემდეგ, რაც მაჰმუდ აბუნადამ საჯარიმოში რემო ფროილერი წააქცია.
შვეიცარია გამარჯვებასთან ძალიან ახლოს იყო, თუმცა ბუალემ ხუხიმ დამატებული დროის მე-5 წუთზე გაიტანა და კატარს ისტორიული ფრე მოუტანა.
ყველა სტატისტიკური მაჩვენებელით შვეიცარია დიდ უპირატესობას ფლობდა, თუმცა ეს ანგარიშში არ აისახა.
კარისკენ დარტყმები: 26-7
ზუსტი დარტყმები: 7-4
შექმნილი შანსები: 24-5
კუთხურები: 10-3
ბურთის ფლობა: 68-32
B ჯგუფის პირველი ტურის მატჩებში იდენტური შედეგები დაფიქსირდა (1-1) და შესაბამისად ოთხივე გუნდს (კანადა, ბოსნია და ჰერცეგოვინა, კატარი, შვეიცარია) თითო ქულა აქვს.
ტური 2
შვეიცარია - ბოსნია და ჰერცეგოვინა (18 ივნისი, 23:00)
კანადა - კატარი (19 ივნისი, 02:00)