ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon

  • ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

სპორტის გურუ

ქვიზები

მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

სიახლეები

ესპანეთის ნაკრებს ლიდერები დაუბრუნდნენ
მსოფლიო 2026მსოფლიო 2026

ესპანეთის ნაკრებს ლიდერები დაუბრუნდნენ

3 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

ესპანეთის ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატის პირველ მატჩამდე 3 დღით ადრე სრული, 26-კაციანი შემადგენლობა დაუბრუნდა.


გავრცელებული ცნობით, ლამინ იამალმა, ნიკო უილიამსმა და ვიქტორ მუნიოსმა გუნდთან ერთად ვარჯიში განაახლეს.


ამჟამად გუნდში ტრავმირებული ან გამოკლებული ფეხბურთელი არ არის და ყველა მოთამაშე ჩვეულ რეჟიმში ემზადება, რის შედეგადაც „ლა როხა“ პირველ შეხვედრას სრული შემადგენლობით ხვდება.


აქამდე ლამინ იამალი, ნიკო უილიამსი და ვიქტორ მუნიოსი ჩატანუგაში ინდივიდუალური აღდგენითი პროგრამით მუშაობდნენ, რის გამოც ისინი პერუსთან ამხანაგური მატჩისთვის პუებლაში არ გაემგზავრნენ.


ყველაზე მეტად ლამინ იამალის დაბრუნებას ელოდნენ. ესპანეთის სამწვრთნელო შტაბი განსაკუთრებულ სიფრთხილეს იჩენდა მას შემდეგ, რაც 22 აპრილს, სელტასთან

მატჩში მიღებული ტრავმის გამო ის იძულებული გახდა აღდგენითი პროცესი გაევლო. ნიკო უილიამსს კი მაისში კუნთის პრობლემა აწუხებდა.


ორივე ფეხბურთელმა ჩატანუგაში გუნდთან ერთად ივარჯიშა, რაც მსოფლიო ჩემპიონატის დებიუტისთვის მზადების მნიშვნელოვანი ეტაპი გახდა.


მიუხედავად ამისა, როგორც ჩანს, არც ლამინ იამალი და არც ნიკო უილიამსი კაბო-ვერდეს წინააღმდეგ სასტარტო შემადგენლობაში არ იქნებიან.


მათი დაბრუნება ეტაპობრივად და ფრთხილად იგეგმება, თუმცა თამაშის მიმდინარეობიდან გამომდინარე, ორივემ შესაძლოა მოედანზე გამოსვლაც მოახერხოს.


ლუის დე ლა ფუენტემ უკვე მიანიშნა, რომ ბარსელონას ახალგაზრდა ვინგერი გარკვეული დატვირთვით თამაშში მონაწილეობის მისაღებად მზად იქნება.


ესპანეთი კაბო-ვერდეს 15 ივნისს, 20:00 საათზე დაუპირისპირდება.


ყველაფერი, რაც H ჯგუფის შესახებ უნდა იცოდეთ - მუნდიალი 2026

თაზო ჩარკვიანი

თაზო ჩარკვიანი

ლამინ იამალი
ნიკო უილიამსი
spain

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

რატომ მოიგებს ესპანეთი მუნდიალს - დამთხვევები თუ ბედისწერა

•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

რატომ მოიგებს ესპანეთი მუნდიალს - დამთხვევები თუ ბედისწერა
•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

ლამინ იამალი იუნისეფის ელჩი გახდა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ლამინ იამალი იუნისეფის ელჩი გახდა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

კუკურელია: „მუნდიალს თუ მოვიგებთ, მწვრთნელის სახეს დავიხატავ"

•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

კუკურელია: „მუნდიალს თუ მოვიგებთ,  მწვრთნელის სახეს დავიხატავ"
•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

„ნუ ღელავთ მასზე", - იამალის შეყვარებული ფეხბურთელის ფოტოს აქვეყნებს

•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

„ნუ ღელავთ მასზე", - იამალის შეყვარებული ფეხბურთელის ფოტოს აქვეყნებს
•მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

News image

11 ივნ, 2026

რატომ მოიგებს ესპანეთი მუნდიალს - დამთხვევები თუ ბედისწერა

News image

11 ივნ, 2026

ლამინ იამალი იუნისეფის ელჩი გახდა

News image

12 ივნ, 2026

კუკურელია: „მუნდიალს თუ მოვიგებთ, მწვრთნელის სახეს დავიხატავ"

News image

15 სთ წინ

„ნუ ღელავთ მასზე", - იამალის შეყვარებული ფეხბურთელის ფოტოს აქვეყნებს

კომენტარები

ლინკის დაკოპირება