საბერძნეთთან მარცხის შემდეგ საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ალექსანდარ ჯიკიჩმა მატჩი შეაფასა.
„იტალიასთან მატჩის შემდეგ ორი არჩევანი გვქონდა: ან დღეს 100%-ით უნდა დაგვეწყო თამაში, ან უნდა გვეზრუნა ჩვენი მოთამაშეების ჯანმრთელობაზე ბოლო ორ შეხვედრამდე. ჩვენ მეორე გზა ავირჩიეთ. ეს მარტივია – ეს ჩემი გადაწყვეტილება იყო და ჩვენ ჩვენი მიზანი ვიცით.
მე ეს არ მომწონს, არც ჩემს მოთამაშეებს. ეს ეწინააღმდეგება იმას, ვინც ჩვენ ვართ, მაგრამ დღეს, ბოლომდე ბრძოლა ჩვენთვის ყველაზე გონიერი გადაწყვეტილება არ იქნებოდა. ამ პრობლემების ფონზე, ალბათ კიდევ ორი ან სამი მოთამაშე დაგვიზიანდებოდა.
თორნიკე შენგელიას მდგომარეობა ? პატივისცემით უარს ვამბობ ამ კითხვაზე პასუხის გაცემას. დამატებით ინფორმაციას არ მოგაწვდით. თუ გაინტერესებთ – ის აუცილებლად ითამაშებს ბოლო ორ მატჩში.
„ვასილის სპანულისი მწვრთნელად? ჩვენი გეგმა არ იყო დღეს 100%-ით თამაში, ამიტომ ნამდვილად ვერაფერს ვიტყვი. საბერძნეთი შესანიშნავი გუნდია და ბრწყინვალედ თამაშობენ, მაგრამ ჩემი პრიორიტეტი იყო მოთამაშეების დაცვა. ჩემი ხედვა ასეთია. მათ წინააღმდეგ თამაში მარტივი იყო? რა თქმა უნდა არა. იყო რაიმე გარანტია, რომ სრული შემადგენლობით მოვიგებდით? ისინი ფავორიტები იყვნენ, მაშინაც კი, თუ ჩვენ 100%-ით ვიქნებოდით.“ - განაცხადა სერბმა სპეციალისტმა.
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტის მომდევნო მატჩში 2 სექტემბერს კვიპროსის ნაკრებს დაუპირისპირდება.
შერმადინი: "შემდეგ ორ თამაშს ჯანმრთელად უნდა შევხვდეთ"