ლეგენდარული ანდრეა პირლო შესაძლოა იტალიის ეროვნული ნაკრების სათავეში ჩაუდგეს.
La Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის ახალი ტექნიკური დირექტორი, პაოლო მალდინი და მისი მრჩეველი, ლეონარდო ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე პირლოს კანდიდატურას განიხილავენ, როგორც ძირითად ვარიანტს.
სიაში ასევე ფიგურირებენ პეპ გვარდიოლა, ანტონიო კონტე და რობერტო მანჩინი.
მოსალოდნელია, რომ ფედერაციის ახალი ხელმძღვანელობა საბოლოო გადაწყვეტილებას კვირის ბოლომდე მიიღებს, რის შემდეგაც პრეზიდენტი ჯოვანი მალაგო მოლაპარაკებების დაწყების ბრძანებას გასცემს.
შეგახსენებთ, რომ 2025 წლის ზაფხულიდან 47 წლის პირლო არაბეთის გაერთიანებული საeმიროების რანგით მეორე დივიზიონის კლუბს, დუბაი იუნაიტედს წვრთნის.
მანამდე მას იუვენტუსში, ფათიჰ კარაგუმრიუკსა და სამპდორიაში მუშაობის გამოცდილება ჰქონდა.