იტალიის ნაკრებში ოფიციალურად ახალი ეპოქა იწყება.
. ლეგენდარულმა პაოლო მალდინიმ იტალიის ფეხბურთის ფედერაციის (FIGC) ახალი პრეზიდენტის, ჯოვანი მალაგოს წინადადება მიიღო და 4-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. ის „აძურის“ ისტორიაში პირველი ტექნიკური დირექტორი გახდება.
მალდინი ამავდროულად ჩაიბარებს Club Italia-ს პრეზიდენტის პოსტსაც, რაც მას უპრეცედენტო, სრულ ძალაუფლებას აძლევს. მისი მთავარი მოვალეობა იტალიის ნაკრების სრული ტექნიკური და ახალგაზრდული სექტორის მართვა, კლუბებთან ურთიერთობის დარეგულირება და ახალი მთავარი მწვრთნელის შერჩევა იქნება.
სიურპრიზია ისიც, რომ მალდინის მრჩევლის სტატუსით მისი ყოფილი თანაგუნდელი, ლეონარდოც შეუერთდება.
ეს რევოლუციური ცვლილებები მას შემდეგ დაიგეგმა, რაც იტალიის ნაკრები 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატს მიღმა დარჩა, რასაც გაბრიელე გრავინას გადადგომა და ფედერაციის პრეზიდენტად ჯოვანი მალაგოს არჩევა მოჰყვა. მ
ალდინისა და ლეონარდოს პირველი უმთავრესი ამოცანა ნაკრებისთვის ახალი დამრიგებლის პოვნაა.