იბერია 1999

  • ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
ფეხბურთი

ფეხბურთი

ქვიზები

იბერია 1999

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
"იტალიურად ვსაუბრობ და მაინც არასწორად გამიგეთ", - კონტემ კვარაზე ნათქვამი სიტყვები განმარტა
ფეხბურთიფეხბურთი

"იტალიურად ვსაუბრობ და მაინც არასწორად გამიგეთ", - კონტემ კვარაზე ნათქვამი სიტყვები განმარტა

13 იან, 2025 · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

ანტონიო კონტემ ხვიჩა კვარაცხელიას სიტუაციაზე ისაუბრა.


როგორც იცით, იტალიელმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ქართველმა ვინგერმა გუნდიდან გაშვება ითხოვა და დაამატა, რომ ფეხბურთელის პოზიციით უკმაყოფილოა. თუმცა, დღეს აღნიშნა, რომ თავისი სიტყვების ახსნას ისურვებდა.


„ვგრძნობ საჭიროებას, რაღაცას გავუსვა ხაზი. ინგლისში რომ ვიყო, ვიფიქრებდი, რომ თარგმნის დროს გამორჩა რამე, მაგრამ იტალიურად ვლაპარაკობ და მაინც, ხალხი, როგორც ჩანს, არასწორად აღიქვამს იმას, რასაც ვგულისხმობ.


მე არა კლუბით ან ფეხბურთელით, არამედ საკუთარი თავით იმედგაცრუებაზე ვლაპარაკობდი, იმიტომ რომ ექვს თვეში სიტუაციის შეცვლა ვერ შევძელი. არ ვამბობ, რომ კვარამ ან კლუბმა დამაღალატეს, პასუხისმგებლობას საკუთარი ქმედებებისთვის მუდმივად საკუთარ თავზე ვიღებ და არა სხვას ვკიდებ.


ვფიქრობდი, რომ სხვა გავლენას მოვახდენდი ექვს თვეში, მაგრამ ვხვდები, რომ დავუბრუნდით იმ წერტილს, საიდანაც ვიწყებდით. ვნახე სათაურები, სადაც ეწერა, რომ კვარამ კონტე დააღალატა. არა, კვარას არ დავუღალატებივარ.


ვთვლი, რომ მწვრთნელი კლუბს გადაწყვეტილებების მიღებაში უნდა ეხმარებოდეს და ურჩევდეს, რომელი ფეხბურთელებია მოსაყვანი. როდესაც ვხვდები, რომ სიტუაციაზე გავლენას ვერ ვახდენ, იმედგაცრუებული ვარ. ხვიჩა კარგი ბიჭია, რომელმაც თავისი ბედი თავად უნდა გადაწყიტოს, ისევე, როგორც კლუბმა უნდა მიიღოს სათავისო გადაწყვეტილებები.


შესაძლოა, ზედმეტად თავდაჯერებული ვიყავი, როცა მეგონა, რომ უფრო დიდი გავლენის მოხდენა შემეძლო, რაც არ გამომივიდა. ვწუხვარ, იმიტომ რომ ის საუცხოო ფეხბურთელია, მაგრამ ჩვენ რეალობა უნდა მივიღოთ. 


მიუხედავად ამ ყველაფრისა, რაც ითქვა, ხვიჩა ჯერ კიდევ ნაპოლის ფეხბურთელია და ეს არ უნდა დაგვავიწყდეს. თუ ვინმე მის შეძენას მოისურვებს, ეს ამბავი უკვე გადაწყვეტილად და მიღებულად არ უნდა მივიჩნიოთ." - აღნიშნა კვარამ Football Italia-სთან საუბარში. 

ნიკა შაქარაშვილი

ნიკა შაქარაშვილი

კონტე
ნაპოლი
ტრანსფერები
ხვიჩა კვარაცხელია

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

"კვარაცხელია მსოფლიო დონის ფეხბურთელია" - სობოსლაი

•ფეხბურთი

ფეხბურთი

"კვარაცხელია მსოფლიო დონის ფეხბურთელია" - სობოსლაი
•ფეხბურთი

ფეხბურთი

კვარაცხელია Globe Soccer Awards-ის ორ ნომინაციაში - მიეცით ხმა ქართველ ფეხბურთელს

•ფეხბურთი

ფეხბურთი

კვარაცხელია Globe Soccer Awards-ის ორ ნომინაციაში - მიეცით ხმა ქართველ ფეხბურთელს
•ფეხბურთი

ფეხბურთი

საქართველოს ნაკრებმა ფიფას რეიტინგში ქულები დაკარგა - მერამდენე ადგილზეა გუნდი

•ფეხბურთი

ფეხბურთი

საქართველოს ნაკრებმა ფიფას რეიტინგში ქულები დაკარგა - მერამდენე ადგილზეა გუნდი
•ფეხბურთი

ფეხბურთი

"ნელ-ნელა უკვე ვვარჯიშობ..." - კვარაცხელია ტრავმაზე

•ფეხბურთი

ფეხბურთი

"ნელ-ნელა უკვე ვვარჯიშობ..." - კვარაცხელია ტრავმაზე
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

17 ნოე, 2026

"კვარაცხელია მსოფლიო დონის ფეხბურთელია" - სობოსლაი

News image

14 სთ წინ

კვარაცხელია Globe Soccer Awards-ის ორ ნომინაციაში - მიეცით ხმა ქართველ ფეხბურთელს

News image

7 სთ წინ

საქართველოს ნაკრებმა ფიფას რეიტინგში ქულები დაკარგა - მერამდენე ადგილზეა გუნდი

News image

5 სთ წინ

"ნელ-ნელა უკვე ვვარჯიშობ..." - კვარაცხელია ტრავმაზე

კომენტარები

ლინკის დაკოპირება