კილიან მბაპეს შანსები, ატლეტიკოს წინააღმდეგ მატჩი სასტარტო შემადგენლობიდან დაიწყოს, გაიზარდა.
თავდამსხმელი, რომელიც ჯანმრთელობის პრობლემების გამო თითქმის ერთი თვე არ თამაშობდა, მოედანზე ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში, მანჩესტერ სიტისთან (2:1) შეცვლაზე გამოვიდა.
COPE-ს ინფორმაციით, პარასკევს ფორვარდმა ვარჯიშზე ინტენსიურად იმუშავა და ცხადი გახადა, რომ მუხლის ტრავმისგან სრულად გამოჯანმრთელდა. შესაბამისად, 22 მარტს გასამართ დერბიში მისი სასტარტო შემადგენლობაში გამოჩენის ალბათობა გაიზარდა.
იგივე ეხება მცველ ალვარო კარერასსაც, რომელმაც წვივის კუნთის დაზიანება მოიშუშა. კუნთის პრობლემები მოაგვარა რაულ ასენსიომაც.
რაც შეეხება ჯუდ ბელინგემს, მან შესაძლოა ატლეტიკოსთან სათამაშო დრო მიიღოს, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ ის მოედანზე პირველივე წუთებიდან გამოჩნდეს.