ფაბრიციო რომანოს ცნობით, ალ აჰლის 25-მილიონიანი შეთავაზება მანუელ ლოკატელის სანაცვლოდ იუვენტუსმა უარით გაისტუმრა.
იუვენტუსმა უარი მაშინვე განაცხადა, კლუბს არ სურს მანუელის გაშვება, მოთამაშესაც წასვლის სურვილი არ დაუფიქსირებია.
იტალიელი ჟურნალისტის ნიკოლო სკირას ცნობით, ალ აჰლი იტალიელ ნახევარმცველს კონტრაქტს 2028 წლამდე, ანაზღაურებას კი წელიწადში 10 მილიონი ევროს ოდენობით სთავაზობდა.
იუვენტუსი შეთავაზებაზე დათანხმებას მხოლოდ მაშინ განიხილავდა, თუ სატრანსფერო თანხა 40 მილიონ ევროს შეადგენდა. ალ აჰლი ტურინელებისთვის მეტი შეთავაზების გაკეთებას არ აპირებს.
ლოკატელი იუვენტუსს 2021 წელს სასუოლოდან შეუერთდა. მას იტალიის ნაკრებში 30 მატჩი აქვს ჩატარებული.