ესპანელი ჟურნალისტის მატეო მორეტოს ცნობით, კლაუდიო ეჩევერი ლევერკუზენში ითამაშებს.
მხარეებს შორის შეთანხმება შედგა და მანჩესტერ სიტი მოთამაშეს ერთწლიანი იჯარის წესით უშვებს.
გერმანელებს გამოსყიდვის უფლება არ ექნებად, ფეხბურთელის ანაზღაურებას კი თავად დაფარავენ. ეჩევერი სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ კონტრაქტს გააფორმებს. ახალგაზრდა არგენტინელი მომდევნო სეზონში ერიკ ტენ ჰაგის გუნდში იასპარეზებს.
19 წლის შემტევის დამატებით დორტმუნდიც ინტერესდებოდა, რომელმაც ოფიციალური შეთავაზებაც გაუკეთა მანჩესტერ სიტის, თუმცა ეჩევერიმ ლევერკუზენი აირჩია.
ქალაქელებმა არგენტინელი ფლეიმეიქერი 2024 წელს რივერ პლეიტიდან დაიმატა.