• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

სპორტის გურუ

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
ჯამში 29 გოლი შექმნეს - რომელ ფეხბურთელებს ჰქონდათ მთავარი წვლილი იბერიას ჩემპიონობაში
ფეხბურთიფეხბურთი
ქართულიქართული

ჯამში 29 გოლი შექმნეს - რომელ ფეხბურთელებს ჰქონდათ მთავარი წვლილი იბერიას ჩემპიონობაში

06 დეკ, 2025 · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

ეროვნული ლიგის 2025 წლის სეზონის გამარჯვებული იბერია 1999 გახდა - ჩემპიონობა ზედიზედ მეორედ, ისტორიაში კი მესამედ მოიპოვეს.

აწ უკვე დასრულებულ სეზონში გაჩემპიონებაში ყველაზე მასშტაბური წვლილი ჰქონდა აგვისტოში ესპანურ კადისში წასულ იური ტაბატაძეს, რომელმაც 20 თამაში ჩაატარა და ყველაზე მეტ - 15 გოლში მიიღო მონაწილეობა (11 გოლი და 4 ასისტი), 14 გოლში მონაწილეობდა კაპიტანი გიზი მამაგეიშვილი (6 გოლი და 8 ასისტი), ხოლო ლუკა სილაგაძემ 10 გოლი შექმნა - 4 გოლი და 6 ასისტი.

ასევე აღსანიშნავია მარცხენა მცველი გიორგი ჯინჯოლავა, რომელმაც გადამწყვეტ ტურებში განსაკუთრებულად მოუმატა და ბოლო 6 შეხვედრაში 5 გოლი შექმნა - 3-ჯერ თავად გაიტანა, 2-ჯერ საგოლე პასი გააკეთა.

7 გოლი მოაგროვა ამირან ძაგანიამ - მათგან 4 ცვლილებაზე შესვლის შემდეგ შეაგდო. სწორედ ცვლილებიდან დინამო თბილისს ერთადერთი და 3 ქულის მომტანი გოლი ორ სხვადასხვა შეხვედრაში გაუტანა - მაისსა და ნოემბერში.

მნიშვნელოვანი და გამოსაყოფია ვეტერანი მეკარის, გიორგი მაკარიძის ეფექტიანი თამაში - 35 წლის გოლკიპერმა ჩემპიონის კარი 31 ტურში დაიცვა და მათგან 20 შეხვედრა გოლგაუშვებლად ჩაამთავრა (ჯამში 18 ბურთი გაუშვა).

აქვე ვთქვათ, რომ ამ წარმატების შემდეგ, იბერიელებმა უშუალოდ ჩემპიონატის ყველაზე ტიტულოვანი გუნდების სიაში სუფთა მე-3 ადგილზე აინაცვლეს - აქამდე მე-3 პოზიციას ვიტ ჯორჯიასთან, ზესტაფონთან, რუსთავთან და დინამო ბათუმთან იყოფდნენ (ყველა მათგანი 2-გზის ჩემპიონია).

იბერიაზე წინ 19-გზის ჩემპიონი დინამო თბილისი და 4-გზის ჩემპიონი ტორპედო ქუთაისი არიან. 2-გზის ჩემპიონები წინა აბზაცში ჩამოვთვალეთ, ერთხელ კი ტიტული სამტრედიას, გორის დილასა და ბოლნისის სიონს აქვთ მოგებული.

ირაკლი ფოფხაძე

ირაკლი ფოფხაძე

გიზი მამაგეიშვილი
იური ტაბატაძე
ჯინჯოლავა
საქართველო

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

ტაეკვონდო - კინწურაშვილი Dutch Open-ის ჩემპიონი გახდა

•ქართული

ქართული

ტაეკვონდო - კინწურაშვილი Dutch Open-ის ჩემპიონი გახდა
•ქართული

ქართული

მე-3 მედალი სერბეთში - თორნიკე მიქელაძე ევროპის ვიცე-ჩემპიონია

•ქართული

ქართული

მე-3 მედალი სერბეთში - თორნიკე მიქელაძე ევროპის ვიცე-ჩემპიონია
•ქართული

ქართული

VIDEO: დუბლი შეასრულა - კიტეიშვილი ბომბარდირია, შტურმი ჩემპიონატის ლიდერი

•ფეხბურთი

ფეხბურთი

VIDEO: დუბლი შეასრულა - კიტეიშვილი ბომბარდირია, შტურმი ჩემპიონატის ლიდერი
•ფეხბურთი

ფეხბურთი

VIDEO: ბერძნულ-რომაული ჭიდაობის ევრო - გიორგი კოჩალიძე ვიცე-ჩემპიონი გახდა

•ქართული

ქართული

VIDEO: ბერძნულ-რომაული ჭიდაობის ევრო - გიორგი კოჩალიძე ვიცე-ჩემპიონი გახდა
•ქართული

ქართული

News image

20 სთ წინ

კომენტარები

ლინკის დაკოპირება