ფიფას პრეზიდენტმა, ჯანი ინფანტინომ, 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ირანის ნაკრების მონაწილეობასთან დაკავშირებით N+-თან ინტერვიუში ისაუბრა.
რთული გეოპოლიტიკური ვითარების მიუხედავად, ორგანიზაციის ხელმძღვანელი სხვა სცენარებს არ განიხილავს:
„ჩვენ რეალობაში ვცხოვრობთ და ვიცით ირანის ნაკრების ირგვლივ არსებული რთული მდგომარეობის შესახებ. თუმცა, ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ მათ მსოფლიო ჩემპიონატზე მატჩები საუკეთესო პირობებში ჩაატარონ. არ არსებობს არანაირი გეგმა B, C ან D — მხოლოდ გეგმა A.
რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში ვართ და ამ პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრის შესაძლებლობა არ გვაქვს. მაგრამ ჩვენ შეგვიძლია გავაერთიანოთ ადამიანები, შევქმნათ შესაძლებლობები, რათა მსოფლიო მშვიდობისა და ზეიმის ატმოსფეროში გაერთიანდეს.“
შეგახსენებთ, რომ 2026 წლის მუნდიალი აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში 11 ივნისიდან 19 ივლისის ჩათვლით გაიმართება.