ჯეიკ პოლმა გაამხილა, რომ მას უკვე ჰქონდა წინასწარი საუბრები ალექს პერეირასთან ბრძოლაზე.
„მისი გუნდი თანახმაა. ვფიქრობ, ერთადერთი რამ, რაც ამას აჩერებს, არის UFC. ეს იქნებოდა უზარმაზარი ბრძოლა და ვიცი, რომ ის მზად არის, ეს მოხდეს.
თუ დანა უაითი ოდესმე მართლა დარწმუნებული იქნებოდა, რომ მის მებრძოლებს ჯეიკ პოლის დამარცხება შეუძლიათ, ის ამას 100%-ით დაუჭერდა მხარს.“ - განაცხადა პოლმა.
ალექს პერეირამ ოქტომბერში, UFC 320-ზე მაგომედ ანკალაევი პირველივე რაუნდში გათიშა და ქვემძიმე წონის ქამარი დაიბრუნა.
"მოსიარულე ნაგავია" - ჯეიკ პოლისა და ჯერვონტა დევისის ბრძოლა გაუქმდა