პრემიერ ლიგის პირველი ტურის მატჩში იფსვიჩთან ლივერპულის განაცხადში ჯო გომესი ვერ მოხვდა.
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, მოთამაშე ვარიანტებს ეძებს, რათა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის ბოლო 2 კვირაში გუნდი დატოვოს.
The Times-ის ჟურნალისტის პოლ ჯოისის ცნობით კი 27 წლის მცველის დამატებით ნიუკასლი, ასტონ ვილა, ფულემი, ჩელსი და სხვა ევროპული კლუბები არიან დაინტერესებული.
ჯო გომესი 2015 წლიდან ლივერპულის წევრია და გუნთან ერთად პრემიერ ლიგა, FA თასი, კარაბაო თასი, ქომუნთი შილდი, ჩემპიონთა ლიგა, უეფას სუპერ თასი და საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო.