მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
ავსტრალიის ღია პირველობის 1/2 ფინალში, ალექს ზვერევთან მატჩში ჩახსნის შემდეგ, ნოვაკ ჯოკოვიჩმა არ გამორიცხა, რომ ამ სეზონის ბოლოს კარიერას დაასრულებს.
„ტაი-ბრეიკი რომ მომეგო, კიდევ რამდენიმე გეიმი თამაშს ვცდიდი, მაგრამ მდგომარეობა უფრო და უფრო უარესდებოდა.
ალკარასთან მოგების შემდეგ ბურთს არც კი შევხებივარ იქამდე, სანამ დღევანდელ თამაშამდე 1 საათი არ დარჩა. ვცდილობდი, ტრავმას მოვფრთხილებოდი, მაგრამ თამაშის მსვლელობისას ტკივილმა უმატა.
ბოლო გამოსვლა ავსტრალიაში? არ ვიცი, გამორიცხული არ არის. ეს ამ სეზონზეა დამოკიდებული.
გავაგრძელებ თუ არა ენდი მარისთან მუშაობას? ჯერ არ ვიცი, ორივე იმედგაცრუებულები დავრჩით იმით, რაც მოხდა. ვფიქრობ, ცოტა უნდა დავმშვიდდეთ და მხოლოდ ამის შემდეგ დავილაპარაკოთ." - აღნიშნა სერბმა ჩოგბურთელმა.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები