6 დღის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ავსტრალიის ღია პირველობის პირველ ნახევარფინალში ერთმანეთს ნოვაკ ჯოკოვიჩი და ალექსანდრ ზვერევი დაუპირისპირდნენ.
პირველი სეტი 1 საათს და 22 წუთს გაგრძელდა და გერმანელის ტაი-ბრეიკზე გამარჯვებით (7:5) დასრულდა.
სამწუხაროდ, სერბმა წაგებული სეტის შემდეგ ბრძოლის გაგრძელება კუნთის პრობლემების გამო ვეღარ მოახერხა და თამაში ნაადრევად დასრულდა.
როგორც ჯოკოვიჩმა მატჩის შემდეგ განაცხადა, ალკარასთან მატჩის შემდეგ მას არც კი უვარჯიშია და გაწყვეტილი კუნთის მოფრთხილებას ცდილობდა.
ზვერევი კი ავსტრალიან ოუფენის ფინალში გავიდა, სადაც 26 იანვარს ბენ შელტონსა და ნოვაკ ჯოკოვიჩს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები