ჰარი კეინმა ბაიერნის მთავარ მწვრთნელ ვინსენ კომპანიზე ისაუბრა.
„ვინსენ კომპანი? მგონია, რომ მან ჩემს თამაშში სრულიად ახალი დონე აღმოაჩინა. კომპანი შესანიშნავი მწვრთნელია - არა მხოლოდ ტაქტიკურად, არამედ როგორც ადამიანი...
დაფასება ეკუთვნის მას, რადგან როგორც კი გუნდში მოვიდა, არსებობდა კითხვები იმასთან დაკავშირებით, რას შემატებდა ის და ის ფანტასტიკური აღმოჩნდა.
ერთი რამ, რაც განსაკუთრებით თვალსაჩინოა კომპანისთან, არის უფრო მეტი ერთშეხებიანი თამაში საჯარიმოს ირგვლივ. როცა ისეთ გუნდში ხარ, როგორიც ბაიერნია, ხშირად ხვდები გუნდებს, რომლებიც ღრმად იცავენ თავს დაბალი ბლოკით...
მისთვის მნიშვნელობა არ აქვს, გაიტანე 400 გოლი თუ ვერცერთი - ის ცდილობს, გაგზარდოს როგორც ფეხბურთელი და როგორც ადამიანი.“ - განაცხადა ინგლისელმა.