ლივერპულისა და ინგლისის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა ჯეიმი კარაგერმა ჩელსის სატრანსფერო პოლიტიკაზე ისაუბრა.
"თქვენ კითხულობთ სად აპირებს ჟოაო ფელიქსი თამაშს. მე მაქვს კითხვა, სავარჯიშო ბაზაზე სად აპირებს ის ტანსაცმლის გამოცვლას? ამას სერიოზულად ვამბობ.
ჩელსიმ უნდა შეწყვიტოს მოთამაშეების ყიდვა და ფეხბურთელებმაც უნდა შეწყვიტონ ჩელსიში გადასვლა." - განაცხადა ინგლისელმა.
პორტუგალიელი შემტევი ჩელსის მორიგი შენაძენი იქნება, რომლის თაობაზეც ლონდონელებმა მადრიდის ატლეტიკოსთან შეთანხმებას მიაღწიეს.
ჩელსიმ ატლეტიკოსთან შეთანხმებას მიაღწია