დემარკუს კაზინსმა Straight Game Podcast-ში გაიხსენა, რომ 2022 წელს დენვერ ნაგეთსთან სუპერ კონტრაქტის გაფორმებამდე, ნიკოლა იოკიჩს კარიერის დასრულება სურდა.
"მას კალათბურთი არ აინტერესებს. ეს შეიძლება მე-3 ან მე-4 რამ იყოს, რაც მას ყველაზე მეტად მოსწონს. არის თამაშები, როცა ის გიჟურ რიცხვებს აფიქსირებს და შესაძლოა იქ ყოფნა საერთოდ არ უნდოდეს. ეს საშიშია.
როცა დენვერში ვიყავი, ჩვენ ერთმანეთის გვერდით ვისხედით გასახდელში. არ მახსოვს, ვინ გააფორმა კონტრაქტი მაშინ, მაგრამ მას ვუთხარი: "შენი ახალი კონტრაქტი გიჟური იქნება!" მან მიპასუხა: "შეიძლება კონტრაქტამდე კარიერა დავასრულო."
მე ვუთხარი: "300 მილიონის მაგიდაზე დატოვებას აპირებ? გაგიჟდი? გააფორმე კონტრაქტი და მერე გასუქდი, ცუდად ითამაშე. უბრალოდ ხელიდან არ გაუშვა 300 მილიონი." მერე მან მითხრა: "მინდა, რომ ჩემს ქალაქში დავბრუნდე ჩემს ცხენებთან." მე კი ვუპასუხე: "ის ცხენები იქ იქნებიან. 300 მილიონით უფრო მეტ ცხენს იყიდი."
VIDEO: ემოციური იოკიჩი - ნიკოლას ცხენმა დოღი მოიგო
NBA-ის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მოთამაშეები 2025-26 სეზონში