• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

სპორტის გურუ

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
,,ხვიჩა ჩემი პირველი არჩევანია" - ჰესკიმ სალაჰის შესაძლო შემცვლელები დაასახელა
ფეხბურთიფეხბურთი

,,ხვიჩა ჩემი პირველი არჩევანია" - ჰესკიმ სალაჰის შესაძლო შემცვლელები დაასახელა

5 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

ლივერპულის ყოფილმა მოთამაშემ, ემილ ჰესკიმ, მოჰამედ სალაჰის შესაძლო შემცვლელები დაასახელა და აღნიშნა, რომ ხვიჩა კვარაცხელია „მისი პირველი არჩევანი“ იქნებოდა.


„ჩვენ ვსაუბრობთ მოჰამედ სალაჰის შეცვლაზე და ვფიქრობ, გულშემატკივრებმა უნდა გაიაზრონ, რომ მის პირდაპირ შეცვლას ვერავინ შეძლებს. მახსოვს, ერთ სეზონში ვიღაცამ თქვა, რომ სალაჰს ცუდი სეზონი ჰქონდა, მან 25 გოლი გაიტანა! მეც მსურდა ასეთი ‘ცუდი’ სეზონი მქონოდა. ჩვენ ვსაუბრობთ ფეხბურთელზე, რომელიც 10 წლის განმავლობაში ყოველ სეზონში 20-ზე მეტ, თითქმის 30 გოლს იტანს.


არ ვფიქრობ, რომ სალაჰის შეცვლა შესაძლებელია, მაგრამ მომწონს პსჟ-ის ახალგაზრდა, ხვიჩა კვარაცხელია. ის ჩემი პირველი არჩევანი იქნებოდა. იქნებოდა თუ არა ჯარედ ბოუენი სალაჰთან შედარებით დაქვეითება? ვფიქრობ, თითქმის ყველა ფეხბურთელი იქნება სალაჰთან შედარებით ერთი ნაბიჯით უკან, თუმცა ბოუენი განსხვავებული ტიპის მოთამაშეა და, ალბათ, ტაქტიკურად უფრო მეტ შრომას ჩადებს."


ჰესკიმ ასევე ახსენა კრისტიან პულიშიჩი, როგორც შესაძლო სამიზნე, მიუხედავად იმისა, რომ მან ჩელსიში სტაბილურად ვერ შეძლო თავის გამოჩენა. ყოფილი ლივერპულელი ფიქრობს, რომ პულისიჩს ინგლისში დაბრუნების და საკუთარი შესაძლებლობების დამტკიცების დიდი მოტივაცია ექნება.


„მე ნამდვილად მომწონს კრისტიან პულიშიჩი, ის ძალიან პირდაპირი მოთამაშეა. შესაძლოა, ჩელსიში იმ რაოდენობის გოლები ვერ გაიტანა, როგორსაც ველოდი, მაგრამ დაცვას სერიოზულ პრობლემებს უქმნიდა. კარგი მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ, საკუთარ ქვეყანაში დიდი წნეხის ქვეშ თამაშობდა და ვფიქრობ, ის ნამდვილად შეძლებდა სალაჰის ან თუნდაც კოდი გაკპოსგან განსხვავებული რაღაცის შეთავაზებას.


სალაჰმა ჩელსი დატოვა და იტალიაში გადავიდა, ნახეთ, რა გააკეთა შემდეგ ლივერპულში. ვფიქრობ, საინტერესო იქნებოდა, ვინმე პულიშიჩის მსგავსის დაბრუნება პრემიერ ლიგაში იმავე გზით. ალბათ, მასაც სურს დაამტკიცოს, რომ ჩელსიში გატარებული პერიოდი უბრალოდ მცირე ჩავარდნა იყო. ის მაშინ ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდა იყო, როცა ინგლისში გადავიდა.“ - თქვა ჰესკიმ.

თაზო ჩარკვიანი

თაზო ჩარკვიანი

პულიშიჩი
ჯარედ ბოუენი
ქართული ფეხბურთი
ხვიჩა კვარაცხელია
ლივერპული

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

VIDEO: გამარჯვება ბოლო წუთზე - ლივერპულმა გასვლაზე ნოტინგემი დაამარცხა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

VIDEO: გამარჯვება ბოლო წუთზე - ლივერპულმა გასვლაზე ნოტინგემი დაამარცხა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

,,ბედნიერები ვართ, რომ ის ჩვენთანაა" - ენრიკე კვარაცხელიაზე

•ფეხბურთი

ფეხბურთი

,,ბედნიერები ვართ, რომ ის ჩვენთანაა" - ენრიკე კვარაცხელიაზე
•ფეხბურთი

ფეხბურთი

"მწვრთნელი გამარჯობასაც აღარ მეუბნება" - საზონოვი ტორინოში არსებულ სიტუაციაზე

•ფეხბურთი

ფეხბურთი

"მწვრთნელი გამარჯობასაც აღარ მეუბნება" - საზონოვი ტორინოში არსებულ სიტუაციაზე
•ფეხბურთი

ფეხბურთი

გოლი ზედიზედ მე-4 მატჩში? მიქაუტაძე სერიის გაგრძელებას ვალენსიასთან შეეცდება

•ფეხბურთი

ფეხბურთი

გოლი ზედიზედ მე-4 მატჩში? მიქაუტაძე სერიის გაგრძელებას ვალენსიასთან შეეცდება
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

22 თებ, 2026

VIDEO: გამარჯვება ბოლო წუთზე - ლივერპულმა გასვლაზე ნოტინგემი დაამარცხა

News image

4 სთ წინ

,,ბედნიერები ვართ, რომ ის ჩვენთანაა" - ენრიკე კვარაცხელიაზე

News image

23 თებ, 2026

"მწვრთნელი გამარჯობასაც აღარ მეუბნება" - საზონოვი ტორინოში არსებულ სიტუაციაზე

News image

22 თებ, 2026

გოლი ზედიზედ მე-4 მატჩში? მიქაუტაძე სერიის გაგრძელებას ვალენსიასთან შეეცდება

კომენტარები

ლინკის დაკოპირება