უეფას ჩემპიონთა ლიგის პლეიოფში მონაკოსთან გასამართი საპასუხო მატჩის წინ პარი სენ-ჟერმენის მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ პრესკონფერენცია გამართა.
პარიზელთა თავკაცს ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ჰკითხეს:
"კვარაცხელია? ის განსხვავებული მოთამაშეა, რადგან აქვს გოლის გატანის, დრიბლინგისა და დაცვის უნარი. პსჟ-ს თავდამსხმელობა რთულია და ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ის ჩვენთანაა." - განაცხადა ესპანელმა სპეციალისტმა.
პლეიოფის პირველ მატჩში პარი სენ-ჟერმენმა მონაკოს გასვლაზე 2-3 მოუგო და პარიზული მატჩისთვის უპირატესობა მოიპოვა. პარკ დე პრენსზე შეხვედრა ხვალ 00:00 საათზე გაიმართება.
,,ხვიჩა ჩემი პირველი არჩევანია" - ჰესკიმ სალაჰის შესაძლო შემცვლელები დაასახელა