საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები, ევრო 2026-ისთვის მზადების ფარგლებში, კიდევ ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს.
9 და 10 ნოემბერს, ჩვენი გუნდი ორივე თამაშს ესტონეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებს. მატჩები თბილისის ოლიმპიურ სასხლეში გაიმართება და 17:00 საათზე დაიწყება.
მოახლოებული ამხანაგური მატჩებისთვის ჩვენი გუნდი 15 ფეხბურთელით ემზადება.
მეკარე: თორნიკე ბუკია (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), ბექა ტყემალაძე (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), ლუკა ხარშილაძე (ისტიკლოლი, ტაჯიკეთი);
წინა ხაზი: ლევან სვანიძე (პსპ), გიორგი ჩიმაკაძე (კსუ), ვახტანგ კეკელია (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), ჯანო კვარაცხელია (ფაკელი, რუსეთი), ირაკლი თოდუა (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), ჯანიკო გიორგაია (კსუ), არჩილ სებისკვერაძე (კსუ), ნიკა ხარატიშვილი (ისტიკლოლი, ტაჯიკეთი), ნუკრი ჭუმბურიძე (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), საბა ტყეშელაშვილი (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), გიორგი ღავთაძე (ტიუმენი, რუსეთი), შოთა თოფურია (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი).