საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები ევრო 2026-ის A ჯგუფში ითამაშებს.
ჯგუფში ჩვენი გუნდის მეტოქეები მასპინძელი ლატვიის, ხორვატიისა და საფრანგეთის ნაკრებები იქნებიან. მატჩები ლატვიის დედაქალაქ რიგაში ჩატარდება.
ფუტსალის ევროპის ჩემპიონატი, 2026 წლის 21 იანვრიდან 7 თებერვლის ჩათვლით, სლოვენიაში, ლატვიასა და ლიეტუვაში გაიმართება.
საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ მეორედ ითამაშებს. ევრო 2022-ზე ჩვენმა გუნდმა ჯგუფური ეტაპი წარმატებით გადალახა და 8 საუკეთესო ნაკრებს შორის მოხვდა.
ფოტო: საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია