საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები, ევრო 2026-ისთვის მზადების ფარგლებში, ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს - ორივეს თბილისში და ორივეს ყირგიზეთთან.
მოახლოებული ამხანაგური მატჩებისთვის ჩვენი გუნდი 15 ფეხბურთელით ემზადება:
მეკარე: თორნიკე ბუკია (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), ბექა ტყემალაძე (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), ლუკა ხარშილაძე (ისტიკლოლი, ტაჯიკეთი);
წინა ხაზი: ლევან სვანიძე (პსპ), გიორგი ჩიმაკაძე (კსუ), ვახტანგ კეკელია (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), ჯანო კვარაცხელია (ფაკელი, რუსეთი), ირაკლი თოდუა (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), ჯანიკო გიორგაია (კსუ), ნიკა ხარატიშვილი (ისტიკლოლი, ტაჯიკეთი), ნიკოლოზ გაბრიჩიძე (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), ნუკრი ჭუმბურიძე (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), საბა ტყეშელაშვილი (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), გიორგი ღავთაძე (ტიუმენი, რუსეთი), შოთა თოფურია (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი).
დღეს, 18 ოქტომბერს ჩვენები და ყირგიზები თბილისი არენაზე ითამაშებენ, ხოლო 20-ში - თბილისის ოლიმპიურ სასახლეში. ორივე მატჩი 17:00 საათიდან დაიწყება და მათ პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი სპორტი შემოგვთავაზებს.
ინფორმაციისთვის, ფუტსალის 2026 წლის ევროპის ჩემპიონატი ლიეტუვა-ლატვია-ესტონეთში, 21 იანვრიდან 7 თებერვლის ჩათვლით, ჩატარდება. ტურნირის ჯგუფური ეტაპის წილისყრა 24 ოქტომბერს ჩატარდება.
საქართველოს ფუტსალის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ მეორედ ითამაშებს. ევრო 2022-ზე ჩვენმა გუნდმა ჯგუფური ეტაპი წარმატებით გადალახა და ევროპის 8 საუკეთესო ნაკრებს შორის მოხვდა.
ფოტო: საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია