VIDEO: ჩაჭრა, ჩატენვა და ეფექტური შესვლები - მამუკელაშვილს ბრუკლინთან კარგი მატჩი ჰქონდა
4 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად
ლინკის დაკოპირება
-
Aa
+
ფონტის ზომა
NBA-ის სეზონის დაწყებამდე, გუნდები მოსამზადებელ-საგამოფენო მატჩებს მართავენ. სანდრო მამუკელაშვილის ტორონტო რეპტორსმა ბრუკლინ ნეთსს 119:114 მოუგო, რაშიც ქართველს 10-ქულიანი წვლილი ჰქონდა.
სანდრო ძირითად ხუთეულში არ ყოფილა და თამაშში შემდეგ ჩაერთო, საერთო ჯამში პარკეტზე გატარებულ 17:34 წუთში 10 ქულა, 5 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. აღსანიშნავია, რომ ყველა ქულა 3-წამიანი ზონიდან აიღო და საკმაოდ ეფექტურ სტილში, რასაც ვიდეოშიც ნახავთ.
ტორონტომ საგამოფენო მატჩები დაასრულა და NBA-ის რეგულარულისთვის მზადაა - 23 ოქტომბერს ატლანტას ესტუმრება, 25-ში კი მილუოკის მიიღებს.