გიორგი გოჩოლეიშვილი ლაიფციგთან მატჩს გამოტოვებს.
მიზეზი ვარჯიშის დროს მიღებული დაზიანებაა, ფეხბურთელი სათამაშო ეპიზოდში ძელს დაეჯახა - 24 წლის მცველს სახეზე 6 ნაკერი დაადეს
სავარაუდოდ, გიორგი ვარჯიშს გუნდთან ერთად ორშაბათიდან განაახლებს. - ინფორმაციას Geo Team ავრცელებს.
ქართველმა ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში 5 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 1 საგოლე გადაცემაც მიითვალა.