მთავარი
სიახლეები
სპორტის გურუ
ქვიზები
25 დღის წინ · 0 წთ წასაკითხად
-
Aa
+
ფონტის ზომა
ავსტრალიელი ჩოგბურთელი ნიკ კირიოსი იანიკ სინერის 3-თვიან დისკვალიფიკაციას გამოეხმაურა.
„ანუ, კომიტეტი გამოდის და ამბობს, რომ 1-2 წლიანი დისკვალიფიკაცია იქნება. რა თქმა უნდა, სინერის გუნდმა ყველაფერი გააკეთა, რომ 3-თვიანი ბანით შემოფარგლულიყვნენ - არცერთი დასაცავი ტიტული, არანაირი ფინანსური ზიანი.
დამნაშავეა ის თუ არა, დღეს ჩოგბურთისთვის სამწუხარო დღეა, მასში სამართლიანობა უბრალოდ აღარ არსებობს.
ბევრი მთამაშე ვიცი, ვინც ჩემს აზრს იზიარებს, ამიტომ ვაპირებთ, რომ პირდაპირი ეთერების სერია ჩავატაროთ მომდევნო კვირაში და ყველაფერი მიმოვიხილოთ. ზუსტი დრო მოგვიანებით გვეცოდინება.
ვფიქრობ, რომ დენ ევანსი და სიმონა ჰალეპიც სიამოვნებით დათანხმდებოდნენ თავის დროზე 3-თვიან დისკვალიფიკაციას." - წერს კირიოსი სოციალური ქსელში.
ნ
ნიკა შაქარაშვილი
კომენტარები