უსმან დემბელემ ოქროს ბურთის გამოკითხვა დიდი უპირატესობით მოიგო.
ამის შესახებ France Football-ის მთვარმა რედაქტორმა, ვენსან გარსიამ ისაუბრა.
„ტენდენციაზე რომ ვისაუბროთ, სიმართლე რომ გითხრათ, კონკურენცია არც ყოფილა. უსმანმა დიდი უპირატესობით გაიმარჯვა. მან ჩვენი ჟიურის უდიდესი ნაწილის მხარდაჭერა მოიპოვა.
რამდენჯერმე ვიტინია და აშრაფ ჰაკიმი გაიყვანეს პირველ ადგილზე, მაგრამ მსგავსი შემთხვევა ბევრი არ ყოფილა.
დემბელემ ყველა კონტინენტზე დიდი უპირატესობით მოიგო - აფრიკაში, ევროპაში, სამხრეთ და ჩრდილოეთ ამერიკაში. ის ოქროს ბურთის დამსახურებული მფლობელია." - აღნიშნა გარსიამ.