კრიშტიანუ რონალდუ ესპანური საფეხბურთო კლუბის, ალმერიას, აქციონერი გახდა.
,,კრიშტიანუ რონალდუმ CR7 Sports Investments-ის, CR7 S.A.-ის შვილობილი კომპანიის, მეშვეობით ალმერიას აქციების 25% შეიძინა, რაც მნიშვნელოვანი ნაბიჯია როგორც კლუბის, ისე პორტუგალიელი ბიზნესმენის საინვესტიციო პორტფელის უწყვეტი გაფართოების პროცესში.
ეს შეთანხმება შედის კლუბის საერთაშორისო გაფართოების სტრატეგიის ფარგლებში, რომელსაც პრეზიდენტი მოჰამედ ალ ხერეიჯი თავისი ბიზნეს-კონგლომერატის, SMC Group-ის, მეშვეობით ახორციელებს." - წერია კლუბის განცხადებაში.
ალმერიას პრეზიდენტმა, მოჰამედ ალ ხერეიჯიმ, განაცხადა: „ძალიან გვიხარია, რომ კრიშტიანუმ ჩვენი კლუბი აირჩია ინვესტიციისთვის. მას ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელად მიიჩნევენ, კარგად იცნობს ესპანურ ფეხბურთს და სრულად ესმის იმ პოტენციალის, რასაც აქ ვაშენებთ როგორც გუნდის, ასევე აკადემიის მიმართულებით“.
თავის მხრივ, კრიშტიანუ რონალდუმ განაცხადა: „დიდი ხანია ჩემი ამბიციაა, ფეხბურთს ხელი შევუწყო მოედნის ფარგლებს მიღმაც. ალმერია არის კლუბი მყარ საფუძველზე და მკაფიო ზრდის პოტენციალით. მოუთმენლად ველი მენეჯმენტთან თანამშრომლობას, რათა მხარი დავუჭირო კლუბის განვითარების მომდევნო ეტაპს“.
ალმერია ლა ლიგა 2-ში მე-3 ადგილზეა და ლა ლიგაში დაწინაურებისთვის იბრძვის.