ლევანდოვსკის ბიოგრაფიის ავტორმა, სებასტიან სტაშევსკიმ, გასული სეზონის ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში მომხდარი დაძაბული მომენტი წიგნში საინტერესოდ აღწერა.
კერძოდ, ავტორი წერს, რომ ინტერთან საპასუხო ნახევარფინალში, როცა ბარსელონა წინ გავიდა და უპირატესობის შენარჩუნებას ცდილობდა, ანდრეას კრისტენსენმა მოედანზე შესვლაზე უარი თქვა.
„ბარსელონა მატჩის მიწურულს მეტოქისგან ხშირ ჩაწოდებებს ელოდა და ჰანსი ფლიკს დაცვაში სიმაღლის დასამატებლად ანდრეას კრისტენსენის შეყვანა უნდოდა, რათა ინტერის მაღალი ფეხბურთელებისგან, მათ შორის აჩერბისგანაც, თავი დაეცვა.
როცა ასისტენტმა კრისტენსენს უთხრა გახურდიო, მცველმა მოულოდნელად უპასუხა, რომ წელის მცირე დისკომფორტი აქვს. ფლიკს ეჭვი შეეპარა, რამდენად სიმართლეს ამბობდა ფეხბურთელი, თუმცა მოედანზე სრული ქაოსი სუფევდა და 89-ე წუთი იყო, ამიტომ საქმის გარჩევის დრო ნამდვილად არ ყოფილა.
გერმანელი მაშინ ტრავმიდან ახალ დაბრუნებულ ლევანდოვსკის მიუბრუნდა, რადგან ჩათვალა, რომ პოლონელის სიმაღლეს შეეძლო ბოლო წუთებზე გუნდის დახმარება.
ამ ფსონმა ვერ გაამართლა: ინტერმა გაათანაბრა და საქმე დამატებით დროში გადაიყვანა, შემდეგ კი ბარსელონა ტურნირს გამოთიშა. ლევანდოვსკის აშკარა ფიზიკური პრობლემები ჰქონდა, კრისტენსენი კი მოედანზე არ გამოჩენილა.