ლეგენდარულმა გერმანელმა ფეხბურთელმა, ტონი კროოსმა პოდკასტ Einfach mal Luppen-ის ბოლო ეპიზოდში 2026 წლის ოქროს ბურთის დაჯილდოების შედეგები შეაფასა.
კროოსმა განაცხადა, რომ მისი აზრით, ეს ჯილდო ხვიჩა კვარაცხელიას უნდა მოეგო.
ტონიმ ჰარი კეინის გამარჯვებაც სამართლიანად მიიჩნია და ინგლისელი თავდამსხმელის თავმდაბლობა აღნიშნა:
ვფიქრობ, კეინმა ეს ჯილდო დაიმსახურა. ჰარი არა მხოლოდ მშვიდად შეხვდა ამ სიტუაციას, არამედ, ალბათ, ერთადერთი ფეხბურთელიცაა, რომელსაც საკუთარი თავის გარშემო წინასწარ არანაირი კამპანია არ წამოუწყია. რა თქმა უნდა, ვერ ვიტყვით, რომ მას ჯილდო უსამართლოდ გადაეცა.
მიუხედავად ამისა, გერმანელის თქმით, მსოფლიო ჩემპიონატის წელს ჯილდოს მინიჭება განსაკუთრებულ სპეციფიკას ატარებს, თუმცა სეზონის ჩვენებით მისთვის მთავარი ფავორიტი ქართველი შემტევი იყო:
ვერ ვხვდები, საბოლოო კრიტერიუმებს რას ანიჭებენ. ხუთეულში ვინც იყო, ყველა ტიტული არავის მოუგია. მსოფლიო ჩემპიონატის წელს კი ეს ჯილდო კიდევ უფრო სპეციფიკური ხდება, რადგან მსოფლიო ჩემპიონატს დიდი წონა ენიჭება. მხოლოდ სეზონით თუ ვიმსჯელებთ, ჩემთვის კვარაცხელია ძალიან საინტერესო ვარიანტი იქნებოდა და ჩემი არჩევანიც, სწორედ ის იქნებოდა. ვფიქრობ, გასულ სეზონში მსოფლიოს საუკეთესო გუნდის საუკეთესო ფეხბურთელი იყო.
შეგახსენებთ, რომ 2026 წლის ოქროს ბურთის დაჯილდოებაზე ხვიჩა კვარაცხელიამ მეექვსე ადგილი დაიკავა.