მანჩესტერ იუნაიტედის ახალწვეულმა, მატეუშ კუნიამ ისაუბრა, თუ რას ნიშნავს მისთვის გუნდში 10-ნომრიანი მაისურის მორგება.
ბრაზილიელი შემტევი მანჩესტერმა ამ ზაფხულს, ვულვერჰემპტონიდან დაიმატა და ფეხბურთელს 10 ნომერი გადასცა, რომელსაც აქამდე მარკუს რაშფორდი ფლობდა.
„ეს არის ის, რაზეც ყოველთვის ოცნებობ. ბევრი ფეხბურთელი შემიძლია დავასახელო, ვისაც ამ კლუბში ეს ნომერი ეცვა. რა თქმა უნდა, პირველი ამ ნომერზე უეინ რუნი მახსენდება. მისი თამაშის ყურებით ვიზრდებოდი და ახლაც ბევრ ძველ მატჩს გადავხედე.
მარკუს რაშფორდთან მაქვს მაისური გაცვლილი და დღემდე სახლში მიდევს. თუმცა, ცხადია ვიცი, რომ ამ ნომერს სხვა ლეგენდებიც ატარებდნენ - ვან ნისტელროი, იბრაჰიმოვიჩი.
მხოლოდ ამ მაისურით თამაშზე არ ვოცნებობ. ამ ნომერთან დაკავშირებული ისტორიის გათვალისწინებით, დიდებული შეგრძნებაა, რომ მისი ტარების უფლება მერგო." - აღნიშნა კუნიამ.