მადრიდის რეალის მეკარემ, ტიბო კურტუამ, ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის სავარაუდო მეტოქეებისა და ბენფიკასთან (2:1) მატჩში ვინისიუსის გოლის აღნიშვნის შესახებ ისაუბრა.
„ყველამ ისედაც იცის, რომ სავარაუდოდ, მანჩესტერ სიტისთან მოგვიწევს თამაში. სპორტინგის წინააღმდეგ 2015 წელს ვითამაშე, როდესაც ჩელსიში გამოვდიოდი — იქ კარგი სტადიონია.
ეს რთული მეტოქეა, მათ ჩემპიონატში ძალიან კარგი შედეგები აქვთ. მართალია, ჩვენ მანჩესტერ სიტის წინააღმდეგ უკვე ბევრი წელია ვთამაშობთ და ეს ოცნების მატჩია, მაგრამ ვნახოთ, მოხდება თუ არა ეს ამჯერადაც“.
ვინისიუსის გოლის აღნიშვნაზე:
„ამ ეპიზოდისგან შორს ვიყავი. მე ყოველთვის ვბრუნდები და გოლს გულშემატკივრებთან ერთად ვზეიმობ. მიხარია, რომ ვინი ცეკვავს. დაე, გააგრძელოს ცეკვა, რადგან ეს ნიშნავს, რომ მას გოლები გააქვს“. — აღნიშნა ბელგიელმა გოლკიპერმა.