იუვენტუსის კაპიტანმა, მანუელ ლოკატელიმ, ჩემპიონთა ლიგიდან გალათასარაისთან გამოთიშვის შემდეგ (ჯამში 5:7) ემოციური კომენტარი გააკეთა.
ტურინულმა კლუბმა საპასუხო შეხვედრაში ძირითადი დრო 3:0 მოიგო და თამაში დამატებით დროში გადაიყვანა, მიუხედავად იმისა, რომ 49-ე წუთიდან კაცნაკლული თამაშობდა. თუმცა, ექსტრა ტაიმებში იტალიელებმა ორი გოლი გაუშვეს.
„გულწრფელად გეტყვით, ტირილი მინდა, ჩვენ მართლა გვჯეროდა. ამ თამაშში სული და გული ჩავდეთ, იმაზე მეტიც კი გავიღეთ, ვიდრე შეგვიძლია. პირველი მატჩის შედეგმა ყველაფერი გაართულა, მაგრამ დღეს მინდა ყველას მთელი გულით გადავუხადო მადლობა. სტადიონზე წარმოუდგენელი ატმოსფერო იყო, ასეთი საღამოები მეხსიერებაში რჩება. ჩვენ მთელი ეს ენერგია შევიწოვეთ.
ჩვენ ყველანაირი ძალა დავტოვეთ მინდორზე. ყოველთვის ვთხოვ მოთამაშეებს ამის გაკეთებას და დღეს ჩვენ ეს ნამდვილად შევძელით. სწორედ ეს უნდა წავიყოლოთ მომავალში. ეს არის ის იუვენტუსი, რომლის ნახვაც გვინდოდა და როგორიც ყოველთვის უნდა ვიყოთ. მუდამ უნდა ვეცადოთ ამ დონეზე თამაშს. სწორ გზაზე ვართ და რწმენა არ უნდა დავკარგოთ“.