ლა ლიგის ბოლო, 38-ე ტურში 10-დან 9 თამაში ერთდროულად ჩატარდა.
ერთადერთი თამაში გადადეს მეორე დღეზე, რომელშიც ვილიარეალი და ატლეტიკო უკვე დღეს, 24 მაისს, მე-3 ადგილოსნის ვინაობას ურთიერთშეხვედრაში გაარკვევენ. სხვებმა კი ერთდროულად ითამაშეს.
რეალმა კარვახალისა და ალაბას გაცილების მატჩებში ბილბაოს 4:2 მოუგო, ბარსელონა სტუმრად ვალენსიასთან 1:3 დამარცხდა, ასევე გაირკვა 3-ვე გავარდნილი გუნდის ვინაობაც.
ჩემპიონი: ბარსელონა (94 ქ)
ჩემპიონთა ლიგის საგზური: ბარსელონა, რეალი, ვილიარეალი, ატლეტიკო, ბეტისი
ევროპა ლიგის საგზური: სელტა
კონფერენს ლიგის საგზური: ხეტაფე
საუკეთესო ბომბარდირი: კილიან მბაპე (25 გოლი)
გავარდნენ: ოვიედო, ჟირონა, მალიორკა
სახასიათოა ჟირონას გავარდნა, რომელიც 2023/24 სეზონში ჩემპიონობისთვის იბრძოდა და 81 ქულით მე-3 ადგილზეც გავიდა.