მადრიდის რეალის სავარაუდო მომავალმა მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ, სატრანსფერო ჭორების ახალი ტალღა წარმოშვა მას შემდეგ, რაც ბერლინში, გერმანიის თასის ფინალზე მიუნხენის ბაიერნის ვარსკვლავ მაიკლ ალისეზე დასაკვირვებლად ჩავიდოდა.
თუმცა, ჟოზემ გერმანული გრანდის ხელმძღვანელობისგან მკაცრი და მკაფიო გაფრთხილება უკვე მიიღო.
Sky Sports-ის ინფორმაციით, 63 წლის პორტუგალიელი სპეციალისტი ოლიმპიურ სტადიონზე ინკოგნიტოდ, კეპითა და თავისუფალი სტილის სამოსით გამოჩნდა. მოურინიო მადრიდულ კლუბში დანიშვნის ოფიციალურ გამოცხადებამდე შემადგენლობის გაძლიერებაზე უკვე მუშაობს და მისი მთავარი სამიზნე სწორედ ფრანგი ვინგერია. პორტუგალიელი ფინალს სტუტგარტის სპორტული დირექტორის, ფაბიან ვოლგემუტის მიწვევით დაესწრო, თუმცა მისი მზერა მოედანზე მხოლოდ ალისესკენ იყო მიპყრობილი.
ბაიერნის საპატიო პრეზიდენტმა უილი ჰიონესმა მომენტალურად უპასუხა მადრიდელთა ინტერესს და პორტუგალიელს მკაცრი უარი შეუთვალა: „მას შეუძლია ხუთი თვალით უყუროს ალისეს, მაგრამ მაინც ვერ მიიღებს. ის არ იყიდება. იმედია, სტადიონზე არ გადავეყრები, რადგან შეეძლო მადრიდიდან ეს მგზავრობა საერთოდ დაეზოგა“.
მაიკლ ალისე ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. ბაიერნის მაისურით ჩატარებულ 52 მატჩში ფრანგმა ფენომენალური შედეგი - 22 გოლი და 30 საგოლე გადაცემა მიითვალა. სწორედ მისმა ბრწყინვალე თამაშმა დაეხმარა მიუნხენურ კლუბს ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში მადრიდის რეალის ბარიერის დაძლევაში.