ჟოან ლაპორტამ ბარსელონაში თავის საპრეზიდენტო გეგმაზე კომენტარი გააკეთა.
"ვლადიმერ პუტინივით და მადუროსავით (ვენესუელას პრეზიდენტი) არ მოვიქცევი. ლიდერებს მხოლოდ ორი ვადით შეუძლიათ დარჩენა. ამის მიღმა ყველაფერი არაჯანსაღია.
მე კვლავ შემეძლება პრეზიდენტობა სხვა ვინმეს შემდეგ, მაგრამ ამაზე ახლა არ ვფიქრობ." - განაცხადა ბარსელონას პრეზიდენტმა.
ჟოან ლაპორტა პირველ ჯერზე კატალონიური კლუბის პრეზიდენტი 2003-2010 წლებში იყო, მეორე ჯერზე კი ბარსელონას სათავეში 2021 წელს ჩაუდგა.
ბარსელონაში მომდევნო საპრეზიდენტო არჩევნები 2026 წელს ჩატარდება.