ატლეტიკო მადრიდთან გამარჯვების გოლის გატანა დანი ოლმოს მძიმედ დაუჯდა.
ფეხბურთელმა 65-ე წუთზე მოახერხა იან ობლაკის კარის აღება და თავისი გუნდი წინ გაიყვანა. შესრულებული დარტყმის შემდეგ, ოლმო მინდორზე ცუდად დაეცა და თამაშის გაგრძელება ვერ მოახერხა - მის ნაცვლად მოედანზე ფერან ტორესი გამოჩნდა, რომელმაც მატჩში ბოლო წერტილი დასვა (3:1).
როგორც ესპანური პრესა იუწყება, ოლმომ მხარი ამოიგდო და სავარაუდოდ, მინიმუმ ოთხ კვირას გამოტოვებს.
შესაბამისად, ესპანეთის ნაკრებისა და ბარსას შემტევისთვის საფეხბურთო 2025 წელი დასრულებულია.
წლის ბოლომდე ბარსელონა ბეტისს, აინტრახტს, ოსასუნას და ვილიარეალს დაუპირისპირდება.