სიახლეები
სეტანტა
სპორტის გურუ
ქვიზები
-
Aa
+
ფონტის ზომა
პარიზის 2024 წლის ოლიმპიადაზე კრივში კაცთა -63.5 კგ. წონით კატეგორიაში ოთხივე მედალოსანი გამოვლინდა.
1/2 ფინალში მარცხის შემდეგ ბრინჯაოს მედალი ლაშა გურულმა და კანადელმა უიატ სენფორდმა მოიპოვეს, ფინალში კი ქართველის დამმარცხებელმა კუბელმა ერისლანდი ალვარესმა ფრანგ სოფიან უმიჰას სძლია და ოლიმპიური ჩემპიონი გახდა.
ლაშა გურული 24-წლიანი პაუზის შემდეგ გახდა პირველი ქართველი მოკრივე, რომელმაც ოლიმპიადაზე მედალი მოიპოვა. ბოლო ეს 2000 წელს სიდნეიში ვლადიმერ ჭანტურიამ შეძლო, რომელმაც ასევე ბრინჯაოს მედალი დაიმსახურა.
გურულმა ასპარეზობა 1/8 ფინალურ ეტაპზე დაიწყო, სადაც მისი მეტოქე აზერბაიჯანელი მალიქ ჰასანოვი იყო. ლაშამ სამივე რაუნდი დამაჯერებლად ჩაატარა და მსაჯთა ერთსულოვანი გადაწყვეტილებით (5-0) ბრძოლის გამარჯვებულიც გახდა.
ქართველი სპორტსმენი 1/4 ფინალში ყაზახ ბაზარბაი უულუ მუხამედსაბირს დაუპირისპირდა. ბრძოლის გამარჯვებული მსაჯთა გაყოფილი გადაწყვეტილებით გამოვლინდა, 1/2 ფინალში კი სწორედ ლაშა გურული გავიდა, სადაც ის კუბელ მეტოქესთან დამარცხდა.
თ
თაზო ჩარკვიანი
კომენტარები