ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon

  • ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

სპორტის გურუ

სიახლეები

ლაშა შავდათუაშვილი - კვლავ ევროპის ჩემპიონი 13 წლის შემდეგ
ქართულიქართული
სხვა სპორტისხვა სპორტი

ლაშა შავდათუაშვილი - კვლავ ევროპის ჩემპიონი 13 წლის შემდეგ

2 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

ლაშა შავდათუაშვილმა წარსული წლები გაიხსენა და -73 კგ წონით კატეგორიაში ევროპის ჩემპიონობა მოიპოვა.


ქართველმა საკუთარ ქვეყანაში გამართულ მძიმე ფინალში აზერბაიჯანელ ჰიდაიათ ჰეიდაროვს აჯობა. დაპირისპირება ორი სხვადასხვა თაობის ოლიმპიურ ჩემპიონს შორის გაიმართა.


34 წლის შავდათუაშვილი თავისი ეპოქის ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი ძიუდოისტია - მას აქვს ოლიმპიური ოქრო (2012), ვერცხლი (2020) და ბრინჯაო (2016), მსოფლიო ჩემპიონობა (2021), ასევე ევროპის ჩემპიონობა 2013 წელს, რაც 13-წლიან შუალედს ნიშნავს.


მის წინააღმდეგ იდგა ჰეიდაროვი - მოქმედი ოლიმპიური და მსოფლიო ჩემპიონი, ოთხგზის ევროპის ჩემპიონი და ბოლო წლებში ამ წონის ერთ-ერთი დომინანტი ძალა.


შეხვედრის დასაწყისი ფრთხილი, თუმცა ძალიან დაძაბული იყო - ორივე სპორტსმენი პატივს სცემდა ერთმანეთის ძლიერ მხარეებს. შავდათუაშვილი ცდილობდა ჭიდაობის კონტროლსა და ტემპის მართვას, ხოლო ჰეიდაროვი ეყრდნობოდა სწრაფ რეაქციებსა და კონტრშეტევებს. რამდენიმე მცდელობის მიუხედავად, ძირითად დროში ქულა ვერავინ აიღო.


დაინიშნა „გოლდენ სქორი“, სადაც ბრძოლა ტაქტიკურ და ფიზიკურ დაპირისპირებად გადაიქცა. აზერბაიჯანელი იძულებული გახდა თავდაცვაში გადასულიყო და ამ ზეწოლის შედეგად შიდოები დაუგროვდა.


„გოლდენ სქორის“ მეხუთე წუთზე გადამწყვეტი მომენტი დადგა. ჰეიდაროვმა ვერ შეძლო ეფექტური შეტევის განხორციელება და პასიურობისთვის მესამე შიდო მიიღო. ბრძოლა ჰანსოკუ-მაკეთი დასრულდა და გამარჯვება ქართველ ვეტერანს დარჩა.


ორ ტიტულს შორის 13-წლიანი სხვაობა ერთ-ერთი ყველაზე დიდია ისტორიაში - კლაუს გლანმა ევროპის ჩემპიონობა 1968 და 1980 წლებში მოიპოვა (12-წლიანი სხვაობით).


თბილისში გამართული ჩემპიონატის მეორე დღეს საქართველომ ეროვნული ჰიმნი ორჯერ მოისმინა.


ეთერ ლიპარტელიანი - პირველი ქართველი ქალი ევროპის ჩემპიონი ძიუდოში

თაზო ჩარკვიანი

თაზო ჩარკვიანი

ძიუდო
ლაშა შავდათუაშვილი
საქართველო

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

ვერცხლი პირველ დღეს - მხეიძემ სარდალაშვილს ფინალში იპონით მოუგო

•ქართული

ქართული

ვერცხლი პირველ დღეს - მხეიძემ სარდალაშვილს ფინალში იპონით მოუგო
•ქართული

ქართული

ხელბურთის ნაკრებს ახალი მწვრთნელი ჰყავს - კალანდაძეს ესპანელი ჩაანაცვლებს

•ქართული

ქართული

ხელბურთის ნაკრებს ახალი მწვრთნელი ჰყავს - კალანდაძეს ესპანელი ჩაანაცვლებს
•ქართული

ქართული

ეთერ ლიპარტელიანი - პირველი ქართველი ქალი ევროპის ჩემპიონი ძიუდოში

•ქართული

ქართული

ეთერ ლიპარტელიანი - პირველი ქართველი ქალი ევროპის ჩემპიონი ძიუდოში
•ქართული

ქართული

სუპერ შერმადინი - ქართველმა MVP-მ ტენერიფე ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალში გაიყვანა

•კალათბურთი

კალათბურთი

სუპერ შერმადინი - ქართველმა MVP-მ ტენერიფე ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალში გაიყვანა
•კალათბურთი

კალათბურთი

News image

22 სთ წინ

ვერცხლი პირველ დღეს - მხეიძემ სარდალაშვილს ფინალში იპონით მოუგო

News image

22 სთ წინ

ხელბურთის ნაკრებს ახალი მწვრთნელი ჰყავს - კალანდაძეს ესპანელი ჩაანაცვლებს

News image

3 სთ წინ

ეთერ ლიპარტელიანი - პირველი ქართველი ქალი ევროპის ჩემპიონი ძიუდოში

News image

15 აპრ, 2026

სუპერ შერმადინი - ქართველმა MVP-მ ტენერიფე ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალში გაიყვანა

კომენტარები

ლინკის დაკოპირება