მსოფლიო თასის ფინალის წინ, ამერიკული ფეხბურთისა და ფეხბურთის ლეგენდები, ტომ ბრეიდი და ლეო მესი ერთმანეთს შეხვდნენ.
ბრეიდიმ არგენტინელს იმ ცნობილ ფოტოზე ჰკითხა, სადაც მესი ჩვილ ლამინ იამალს აბანავებს და ამ კადრს „წინასწარმეტყველური“ უწოდა.
იამალის შესახებ დასმულ კითხვაზე მესიმ აღნიშნა, რომ 19 წლის ფეხბურთელი უკვე მსოფლიო დონის ვარსკვლავია, თუმცა იქვე დასძინა, რომ მადრიდის რეალისა და ბარსელონას მოთამაშეებით დაკომპლექტებულ ესპანეთს იოლი გასეირნება არ ელის:
ლამინს მთელი კარიერა წინ აქვს და შეუძლია ისტორიულ შედეგს მიაღწიოს. თუმცა, ესპანეთი მხოლოდ იამალი არ არის, მათ სხვა ბრწყინვალე მოთამაშეებიც ჰყავთ. ჩვენ ვეცდებით, ის შევაჩეროთ და ჩვენი კოზირები გამოვიყენოთ
კვირას გასამართი ფინალი ამ ორი ფეხბურთელის გზების მორიგი გადაკვეთა იქნება. მესისთვის ეს ტურნირი სტატისტიკურად საუკეთესოა - მას 8 გოლი და 4 საგოლე გადაცემა აქვს. იამალს კი, თუმცა მხოლოდ 1 გოლი გაიტანა, საფრანგეთთან ნახევარფინალში პენალტის მოპოვებით და მოედანზე აქტიურობით ესპანეთის ფინალში გასვლაში უდიდესი წვლილი მიუძღვის.