რობერტ ლევანდოვსკიმ ლამინ იამალისა და რაფინიას ოქროს ბურთის მოგების შანსებზე ისაუბრა.
„დღეს ბევრი ფეხბურთელია, ვისაც ოქროს ბურთის მოგება შეუძლია. იამალმა დაუჯერებელი სეზონი ჩაატარა, მაგრამ საბოლოო ჯამში ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რა არის გადამწყვეტი ფაქტორი.
იამალს კიდევ დიდი დრო აქვს წინ - თუ წელს ვერ მოიგებს, შესაძლოა, შემდეგ წელს.
რაფინიასაც დაუვიწყარი სეზონი ჰქონდა. ბარსაში გვყავს ფეხბურთელები, რომლებიც შეიძლება ოქროს ბურთის მოგების ფავორიტებად მივიჩნიოთ." - აღნიშნა ლევანდოვსკიმ.
ოქროს ბურთის დაჯილდოვების ცერემონია 22 სექტემბრს პარიზში გაიმართება.