რობერტ ლევანდოვსკის აზრით, 2020 წელს ოქროს ბურთს იმსახურებდა.
2020-ში France Football-მა კოვიდ 19-ის პანდემიის გამო ოქროს ბურთის დაჯილდოვება გააუქმა, მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ყველა ტოპ ჩემპიონატი, მათ შორის ჩემპიონთა ლიგაც, ჩატარდა. ბაიერნმა იმ სეზონში ტრებლი შეასრულა.
„ეს ჩემი კარიერის საუკეთესო პერიოდი იყო, კლუბთან ერთად ყველაფერი მოვიგე.
ვფიქრობ, ყველაზე რთული ამ ყველაფერში ის არის, რომ დღემდე არ ვიცი, რატომ მოხდა ასე." - აღნიშნა ბარსელონას ფორვარდმა.
2019 და 2021 წლებში ოქროს ბურთი ლეო მესის ერგო.