ბარსელონას თავდამსხმელმა რობერტ ლევანდოვსკიმ ესპანეთის სუპერთასის ფინალში რეალთან გამარჯვება (3:2) შეაფასა.
„ძალიან კმაყოფილები ვართ — კიდევ ერთი ტიტული მოვიგეთ. რეალთან მატჩები ყოველთვის დიდი და განსაკუთრებულია. პირველ ტაიმში კარგად ვითამაშეთ, მეორე ტაიმშიც იგივე ვცადეთ, გოლების გატანის შანსებს ვეძებდით. საბოლოოდ გავიმარჯვეთ — და ეს არის მთავარი“.
„რეალი ძალიან დაბალი ბლოკით თამაშობდა და ჩვენ თავისუფალი ზონების პოვნას ვცდილობდით. ზოგჯერ ცოტა მეტი მოთმინებაა საჭირო. როცა კონცენტრირებულები ვართ, შანსებიც აუცილებლად ჩნდება. ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ მოვიგეთ და კიდევ ერთი ტიტული მოვიპოვეთ“.
„რაფინიამ ზუსტად იცის, გოლები როგორ უნდა გაიტანოს — ყოველთვის სწორ დროს ჩნდება სწორ ადგილას. გუნდში ყველაფერი კარგად არის — ჩვენ ვიგებთ სწორედ როგორც მთლიანი გუნდი“, — თქვა ლევანდოვსკიმ Movistar-ის ეთერში.