ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • youtube icon
  • instagram icon

  • ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

არენამაქსი

ქვიზები

სპორტის გურუ

სიახლეები

ლიდერებისა და U21 მოთამაშეების გარეშე - სანიოლის განაცხადში სიახლეები იქნება
ფეხბურთიფეხბურთი
ქართულიქართული

ლიდერებისა და U21 მოთამაშეების გარეშე - სანიოლის განაცხადში სიახლეები იქნება

5 სთ წინ · 0 წთ წასაკითხად

ლინკის დაკოპირება

-

Aa

+

ფონტის ზომა

Geo Team-ის ინფორმაციით, საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი ივნისის ამხანაგურ მატჩებში დატვირთული სეზონის შემდეგ შემადგენლობის ძირითადი ბირთვის დიდ ნაწილს არ გამოიძახებს.


როგორც წყაროსთვის ცნობილია, ივნისის მატჩებში მონაწილეობას არ მიიღებენ: გიორგი მამარდაშვილი, ოთარ კაკაბაძე, ოთარ კიტეიშვილი, გიორგი ქოჩორაშვილი, გიორგი ჩაკვეტაძე, ზურიკო დავითაშვილი, ხვიჩა კვარაცხელია და გიორგი მიქაუტაძე.


ფარერების კუნძულებისა (5 ივნისი) და კაბო ვერდეს (8 ივნისი) წინააღმდეგ ნაკრების კარს ლუკა გუგეშაშვილი დაიცავს, რაც სანიოლმა მარტშივე დაადასტურა.


ასევე ის ფეხბურთელები, რომლებიც ივნისში ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატისთვის რამაზ სვანაძის გუნდის განაცხადში იქნებიან, ეროვნული გუნდის სიაში არ მოხვდებიან. საუბარია ირაკლი აზაროვზე, საბა გოგლიჩიძესა და ლუკა ლაცაბიძეზე, ვინც მარტში სანიოლის განკარგულებაში იყვნენ.


საქართველოს 21-წლამდე ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის შეკრებას 30 მაისიდან ავსტრიაში გაივლის, როგორც ეს წინა წელს ეროვნულმა ნაკრებმა გააკეთა. გუნდი ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობას 11 ივნისს პოლონეთის წინააღმდეგ დაიწყებს. მათ გარდა, ჯგუფში საფრანგეთი და პორტუგალია გვყავს.


ვილი სანიოლი ივნისში გამოიძახებს ფეხბურთელებს ეროვნული ლიგიდან და ლეგიონერების იმ ნაწილს, რომლის საქმეში ნახვაც სურს და ეს აქამდე ვერ მოხერხდა.

თაზო ჩარკვიანი

თაზო ჩარკვიანი

საქართველოს ეროვნული ნაკრები
ქართული ფეხბურთი
საქართველო
ვილი სანიოლი

ლინკის დაკოპირება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

"უსიკი-დუბუას ღონისძიებაზე" - გურულმა მომდევნო ბრძოლა დააანონსა

•ქართული

ქართული

"უსიკი-დუბუას ღონისძიებაზე" - გურულმა მომდევნო ბრძოლა დააანონსა
•ქართული

ქართული

ფოტოისტორია: კვარაცხელია ლიგა 1-ის ჩემპიონია!

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ფოტოისტორია: კვარაცხელია ლიგა 1-ის ჩემპიონია!
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ენრიკე: "კვარაცხელიას აქვს ისეთი ინტელექტი, რომ ყველაფერთან ადაპტირდეს"

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ენრიკე: "კვარაცხელიას აქვს ისეთი ინტელექტი, რომ ყველაფერთან ადაპტირდეს"
•ფეხბურთი

ფეხბურთი

"ვამაყობ შენი გზით, ძმაო" - ქოჩორაშვილი მამარდაშვილს

•ფეხბურთი

ფეხბურთი

"ვამაყობ შენი გზით, ძმაო" - ქოჩორაშვილი მამარდაშვილს
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

12 სთ წინ

"უსიკი-დუბუას ღონისძიებაზე" - გურულმა მომდევნო ბრძოლა დააანონსა

News image

18 მაი, 2025

ფოტოისტორია: კვარაცხელია ლიგა 1-ის ჩემპიონია!

News image

18 მაი, 2025

ენრიკე: "კვარაცხელიას აქვს ისეთი ინტელექტი, რომ ყველაფერთან ადაპტირდეს"

News image

14 სთ წინ

"ვამაყობ შენი გზით, ძმაო" - ქოჩორაშვილი მამარდაშვილს