საქართველოს საჭადრაკო სამყაროს კიდევ ერთი ევროპის ჩემპიონი ჰყავს.
საბერძნეთში, კუნძულ კრეტაზე გამართულ ევროპის პირველობაზე, 10 წლამდე გოგონათა შორის ლილე სვანაძემ ბრწყინვალე შედეგი აჩვენა და კონტინენტის უძლიერესი მოჭადრაკის ტიტული დაისაკუთრა.
ქუთაისის მაია ჩიბურდანიძის სახელობის საჭადრაკო სკოლის წარმომადგენელმა ტურნირი უმაღლეს დონეზე, დაუმარცხებლად ჩაატარა. ლილემ 9 პარტიიდან 7 შეხვედრა თავის სასარგებლოდ დაასრულა, 2 კი ფრედ ითამაშა.
საბოლოო ჯამში, მოპოვებული 8 ქულით, პატარა ქართველმა სატურნირო ცხრილში პირველი ადგილი დაიკავა და სამშობლოში დამსახურებული ოქროს მედლით ბრუნდება.