ოლიმპიადაზე მომხდარი ინციდენტის შემდეგ ლინდსი ვონი რეაბილიტაციის პროცესშია და რეგულარულად აცნობს ყველას საკუთარ მდგომარეობას.
ბოლო განახლებაში ვონმა გააზიარა, რამდენად რთული იყო მისი ტრავმა და როგორ გადაარჩინა ექიმმა მისი ფეხი ამპუტაციისგან.
„მან ჩემი ფეხი ამპუტაციას გადაარჩინა, მან ფეხი ორივე მხრიდან გამიჭრა, მისცა სუნთქვის საშუალება და გადამარჩინა. ყოველთვის ვამბობ, რომ ყველაფერი მიზეზით ხდება, მაგრამ რომ არ დამეზიანებინა ჯვარედინი იოგი, რომელიც ამ დაცემისას მაინც დამიზიანდებოდა, ტომი იქ არ იქნებოდა.
ის ვერ შეძლებდა ჩემი ფეხის გადარჩენას. თავს ძალიან იღბლიანად და მადლიერად ვგრძნობ მის მიმართ.“ - თქვა ვონმა ინსტაგრამზე გამოქვეყნებულ ვიდეოში.
ვონმა მიიღო წვივის ძვლის რთული მოტეხილობა, რაც რამდენიმე ოპერაციას მოითხოვდა. მან აღნიშნა, რომ ეს ტრავმა გაცილებით სერიოზული იყო, ვიდრე უბრალოდ ფეხის მოტეხილობა, და მის მიერ გამოქვეყნებული ფოტოებიც ამას ადასტურებს.
ბოლო ოპერაციის შემდეგ ვონი ახლა უკვე საავადმყოფოდან გაწერილია, სადაც ორი კვირის განმავლობაში იმყოფებოდა.
„გრძელი გზა მელის, მაგრამ მივაღწევ მიზანს. მთავარია, რომ საავადმყოფოდან უკვე გამოვედი. მიყვარხართ ყველა,“ - დაწერა 41 წლის სპორტსმენმა ინსტაგრამზე.