რუბენ ამორიმის ლისაბონის სპორტინგი პორტუგალიის ჩემპიონი გახდა.
ლისაბონელების ჩემპიონობა ოფიციალურად მას შემდეგ დადასტურდა, რაც ბენფიკა ფამალიკანთან დამარცხდა და ამორიმის გუნდის ცხრილში დაწევის მათემატიკური შანსიც დაკარგა.
ჩემპიონატის დასრულებამდე ორი ტურით ადრე, არწივები ლიდერს 8 ქულით ჩამორჩებიან.
სპორტინგმა ტიტულის მოგება ისტორიაში 20-ედ მოახერხა. მხოლოდ ბენფიკას (38) და პორტუს (30) აქვს პოგებული პორტუგალიის ჩემპიონობა უფრო ბევრჯერ.
საინტერესოა, რომ რუბენ ამორიმისთვის ეს კლუბის სათავეში მე-3 სრული სეზონი იყო და მან გუნდი მეორედ გააჩემპიონა.