ინგლისის პრემიერ ლიგის მატჩში ნიუკასლის წინააღმდეგ მანჩესტერ იუნაიტედის მეკარე ანდრე ონანა მონაწილეობას არ მიიღებს.
გუნდის თავკაც რუბენ ამორიმს სურს, რომ რთული კვირის შემდეგ კამერუნელმა მეკარემ დაისვენოს და ამის გამო ის განაცხადს მიღმა დატოვა.
პორტუგალიელმა გადაწყვეტილება ევროპა ლიგის 1/4 ფინალში ლიონთან ჩატარებული მატჩის შემდეგ მიიღო, სადაც ონანა ორივე გოლის დროს არადამაჯერებელი იყო.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ გასულ დღეებში კამერუნელის მეუღლე გაძარცვეს, რამაც მისი მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა.
იუნაიტედის კარს ნიუკასლთან შეხვედრაში ალთაი ბაინდირი დაიცავს, რომლისთვისაც ეს პრემიერ ლიგაში დებიუტი იქნება. ონანა კი გუნდს ლიონთან განმეორებით მატჩში დაუბრუნდება.