• ArenamaxArenamax
  • სპორტის გურუ
  • ქვიზები
  • ვიდეო
  • არენა

სპორტის გურუ

ქვიზები

მსოფლიო 2026

მსოფლიო 2026

სიახლეები

ArenamaxArenamax

სპორტის გურუ

სიახლეები

ქვიზები

ვიდეო

არენა

წესები და პირობები

Cookies პოლიტიკა

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

ცხელი ხაზი: +995 32 2971012
  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ცხელი ხაზი: +995 32 2971012[email protected]

Copyright © 2023 Adjarabet Arena. All Rights Reserved.

  • facebook icon
  • tiktok icon
  • instagram icon
  • telegram icon
ლივერპულის ფორვარდმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ფეხბურთიფეხბურთი

ლივერპულის ფორვარდმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა

09 ივნ, 2026 · 0 წთ წასაკითხად

-

Aa

+

ფონტის ზომა

ლივერპულის საკულტო გმირმა და ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულმა, დივოკ ორიჯიმ 31 წლის ასაკში საფეხბურთო კარიერა დაასრულა.


ბელგიელმა თავდამსხმელმა ეს გადაწყვეტილება სოციალურ ქსელში ემოციური პოსტით დაადასტურა. მერსისაიდულ კლუბში გატარებული დაუვიწყარი წლების შემდეგ, ორიგის კარიერაში იტალიასა და ინგლისში მძიმე პერიოდი ჰქონდა, რის გამოც ბოლო ორი წელია მოედანზე საერთოდ არ გამოჩენილა.


ემოციური გამომშვიდობება და მიღწეული მიზნები


ორიგიმ გულშემატკივრებს ინსტაგრამის საშუალებით მიმართა და მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც მას ამ გზაზე გვერდით უდგა. ფეხბურთელმა აღნიშნა, რომ სპორტში საკუთარი მისია უკვე შეასრულა.


„ჩემი მიზანი, როგორც ფეხბურთელის, მიღწეულია. ბავშვობის ოცნებები ავიხდინე, ვითამაშე უდიდეს სტადიონებზე და მოვიგე უმნიშვნელოვანესი ტიტულები. მადლობელი ვარ ღმერთის ყოველი წამისთვის. მადლობა ყველა კლუბს, მწვრთნელსა და თანაგუნდელს, რომლებმაც მოედანს მიღმაც ჩამომაყალიბეს. მისია შესრულებულია და ახლა ცხოვრების ახალ ეტაპზე გადავდივარ“, - დაწერა ბელგიელმა ფორვარდმა.


ენფილდის ლეგენდა და რთული წლები მერსისაიდის შემდეგ


მიუხედავად იმისა, რომ იურგენ კლოპის ლივერპულში ორიჯი მუდამ სათადარიგო მოთამაშედ ითვლებოდა, მან უმნიშვნელოვანესი გოლებით საკულტო ფიგურის სტატუსი მოიპოვა. კლუბის ისტორიაში სამუდამოდ დარჩება მისი გოლები ევერტონთან დერბიში, ჩემპიონთა ლიგაზე ბარსელონასთან შესრულებული ისტორიული ქამბექი (4:0) და 2019 წლის ფინალში ტოტენჰემთან გატანილი გადამწყვეტი გოლი.


ორიჯიმ კლუბთან ერთად ჩემპიონთა ლიგა, პრემიერლიგა, ასოციაციის თასი, ლიგის თასი, ევროპის სუპერთასი და მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი მოიგო.


ლივერპულიდან წასვლის შემდეგ მისი კარიერა მკვეთრად აირია. მილანში გადასულმა ფორვარდმა 36 მატჩში მხოლოდ 2 გოლი გაიტანა, ხოლო ნოტინგემ ფორესტში იჯარით ყოფნისას - 22 შეხვედრაში 1 გოლი. ამ წარუმატებელი სერიის შემდეგ ის მილანის ძირითად შემადგენლობასაც ჩამოაშორეს. ორიგის ჯერ არ დაუკონკრეტებია, თუ რას აპირებს მომავალში, თუმცა ლივერპულის ფანებისთვის ის მუდამ უმნიშვნელოვანესი მომენტების ადამიანად დარჩება.

თამარ თაბუკაშვილი

თამარ თაბუკაშვილი

ჩემპიონთა ლიგა
ლივერპული
პრემიერ ლიგა

ლინკის დაკოპირება

ცხელი სიახლეები

მარესკა: „სამი წელი გავიდა და არაფერი მომხდარა, არ მეშინია"

•ფეხბურთი

ფეხბურთი

მარესკა: „სამი წელი გავიდა და არაფერი მომხდარა, არ მეშინია"
•ფეხბურთი

ფეხბურთი

BREAKING: არსენალს ვინისიუსის შეძენა სურს

•ფეხბურთი

ფეხბურთი

BREAKING: არსენალს ვინისიუსის შეძენა სურს
•ფეხბურთი

ფეხბურთი

პსჟ-მ სიტის როდრის ტრანსფერზე მიმართა

•ფეხბურთი

ფეხბურთი

პსჟ-მ სიტის როდრის ტრანსფერზე მიმართა
•ფეხბურთი

ფეხბურთი

ვინი არსენალის პრიორიტეტია - ვარსკვლავის მომავალი რეალში ბუნდოვანია

•ფეხბურთი

ფეხბურთი

ვინი არსენალის პრიორიტეტია - ვარსკვლავის მომავალი რეალში ბუნდოვანია
•ფეხბურთი

ფეხბურთი

News image

13 სთ წინ

მარესკა: „სამი წელი გავიდა და არაფერი მომხდარა, არ მეშინია"

News image

11 სთ წინ

BREAKING: არსენალს ვინისიუსის შეძენა სურს

News image

10 სთ წინ

პსჟ-მ სიტის როდრის ტრანსფერზე მიმართა

News image

9 სთ წინ

ვინი არსენალის პრიორიტეტია - ვარსკვლავის მომავალი რეალში ბუნდოვანია

კომენტარები

ლინკის დაკოპირება