ლუის ენრიკემ ჯანლუიჯი დონარუმას სუპერთასის განაცხადს მიღმა დატოვებაზე გააკეთა კომენტარი.
„დონარუმას განაცხადს მიღმა დატოვება ჩემი გადაწყვეტილებაა. 100% - ით მე ვარ პასუხისმგებელი.
განსხვავებული ტიპის მეკარე მჭირდება და ეს გადაწყვეტილება მე მივიღე.
დონარუმა მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო გოლკიპერია." - ციტირებს ენრიკეს სიტყვებს ფაბრიციო რომანო.
რომანოს ინფორმაციით, დონარუმა და პსჟ ახალ კონტრაქტზე ვერ შეთანხმდნენ და იტალიელი მეკარის პარიზიდან აბარგება გადაწყვეტილი ამბავია. გასარკვევი მხოლოდ ისღა დარჩა, ეს წელსვე მოხდება, თუ მომავალ ზაფხულს.
უეფას სუპერთასის მატჩში პსჟ ხვალ, 13 აგვისტოს, ტოტენჰემს დაუპირისპირდება.